მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს მეტი უცხოური ინვესტიცია სჭირდება“ - „BEKO საქართველოს“ გენდირექტორი

649ae3b0160b5
თელარა გელანტია
28.06.23 01:00
462
საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის მაღაზია „BEKO საქართველოს“ გენერალური დირექტორის მეჰმეთ მელექის აზრით, საქართველოს განვითარებისთვის მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია სჭირდება.

ასე უპასუხა BMGVTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.

„საქართველოს ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს - გარშემო დიდი და მსხვილი ქვეყნები ესაზღვრება - საქმე რთულად აქვს, მაგრამ მაინც ძალიან კარგად მიდის წინ.

ქვეყანას განვითარებისთვის, პირველ რიგში, სჭირდება უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია, მეორე რიგში - უფრო მეტი ტურისტი, იმაზე მეტი, ვიდრე პანდემიამდე იყო და ასევე, მნიშვნელოვანია ადგილობრივი საწარმოების ამოქმედება. ამ მხრივ, კარგი იქნება დიაგონალური კუმულაციის შესაძლებლობების უფრო მეტად ათვისება, რათა ქვეყანას ევროპასთან უფრო მყარი ურთიერთობა ჰქონდეს.

თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, ამით ვამაყობთ და მინდა არა მხოლოდ თურქეთი, არამედ ევროპა და ამერიკაც ასე იყოს, რათა საქართველო კიდევ უფრო განვითარდეს.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება“, - განაცხადა მეჰმეთ მელექმა.

ამასთან, გამოწვევებზე საუბრისას „BEKO საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა სამუშაო ძალის დეფიციტი გამოყო. ბიზნესმენს მიაჩნია, რომ პრობლემის გადაჭრის გზა ბიზნესის, მთავრობის და საგანმანათლებლოს დაწესებულებების კოორდინირებულ თანამშრომლობაშია. „ყველამ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები