მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მელანია ტრამპის შუამავლობით, რუსეთი და უკრაინა ოლეშკიში ჰუმანიტარული მიზნებისთვის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ოლეშკის ოლქი

რუსეთმა და უკრაინამ ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული დერეფნის შექმნისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის უზრუნველსაყოფად ლოკალური ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს.

მხარეებს შორის აღნიშნული შეთანხმება აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობით გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, ორივე ქვეყნის არასამხედრო, სამოქალაქო წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარ საცხოვრებელ სახლებში მოინახულებენ და საჭირო დახმარებას გაუწევენ.

აღსანიშნავია, რომ ოლეშკიდან გასვლის მსურველ მოქალაქეებს კოორდინირებულ მხარდაჭერასა და მათ მიერ შერჩეულ მიმართულებებზე ტრანსპორტირებას შესთავაზებენ.

მელანია ტრამპის თქმით, სავარაუდოა, რომ მოსახლეობის ნაწილი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წასვლას აირჩევს, ნაწილი კი რუსეთის მიმართულებით ევაკუირებას გადაწყვეტს. აღსანიშნავია, რომ პროცესის საერთაშორისო გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს ამერიკული დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია გააშუქებს.

შეგახსენებთ, რომ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ქალაქ ხერსონის პირისპირ მდებარე ოლეშკიში ჰუმანიტარული ვითარება ბოლო კვირებში მკვეთრად დამძიმდა. ქალაქში შექმნილმა მძიმე კრიზისმა და საკვებისა თუ პირველადი საჭიროების ნივთების დეფიციტმა ვატიკანის ყურადღებაც კი მიიქცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები