მელიქიშვილის გამზირისა და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ არსებული მოედნის რეაბილიტაციისთვის თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
სამუშაოებზე, რომლებიც 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება, 6.5 მილიონი ლარი დაიხარჯება.
როგორც BMG–ს თბილისის მერიაში განუცხადეს, რეაბილიტაციის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მელიქიშვილის გამზირზე მოძრაობა ორმხრივი იქნება, შესაბამისად, რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძისკენ მიმავალი ავტობუსები კოსტავას გამზირს და შემდეგ ვარაზისხევს აღარ გაივლიან.
რაც შეეხება რეაბილიტაციას, სამუშაოები გზის ახალი საფარის დაგებას, მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას, ტროტუარებისა და ველობილიკების მოწყობას, მიწისქვეშა გადასასვლელის მშენებლობას, გარე განათების სისტემის შეცვლას და სხვა მიმართულებებს მოიცავს.
სატენდერო წინადადებების მიღება 24 იანვარს დასრულდება, რის შემდეგაც მერია გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს.