მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მემკოინების ისტორია: ხუმრობიდან მილიარდებამდე

მემკოინების ისტორია
10.06.25 10:55
133

მემკოინები — ეს არის კრიპტოვალუტები, შთაგონებული ინტერნეტ-მემებით (meme), რომელიმე სოციალური ტრენდით ან მოვლენით. თავიდან ისინი წარმოადგენდნენ პაროდიას ძირითად კრიპტოპროექტებზე, მაგრამ რაღაც მომენტში თავად იქცნენ კრიპტობაზრის მნიშვნელოვან ნაწილად. დღეს მემკოინები აღარ არის უბრალოდ სახალისო სურათები, არამედ ისინი იქცნენ მრავალმილიონიან ეკონომიკურ ფენომენად.

პირველი მემკოინები

პირველი და ყველაზე ცნობილი მემკოინი იყო Dogecoin (DOGE), რომელიც შეიქმნა 2013 წელს პროგრამისტების — ბილი მარკუსისა და ჯექსონ პალმერის მიერ. მათ შთააგონა პოპულარული მემი - ძაღლი (შიბა ინუ) . Dogecoin შეიქმნა როგორც ერთგვარი დაცინვა ალტკოინების სწრაფად მზარდ ბაზარზე.

“ინფლუენსერები” და სარისკო დინამიკა

მემკოინების ნამდვილი ბუმი დაიწყო. 2021 წელს, როცა ილონ მასკმა დაიწყო სოციალურ ქსელებში Dogecoin-ის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ყოველი მისი პოსტი DOGE-ის ფასს ათეულობით პროცენტით ზრდიდა. ამის გარდა მასკმა Tesla-ს ოფიციალურ მაღაზიაში შესაძლებელი გახადა DOGE-ით გადახდა, საკუთარი თავი Dogecoinის მამად — „Dogefather“-ად მოიხსენია.

Dogecoin-ის წარმატების შემდეგ გაჩნდა მემკოინების მთელი "ზოოპარკი":

Shiba Inu (SHIB) — Dogecoin-ის „მკვლელი“, რომელმაც მილიარდიან კაპიტალიზაციას მიაღწია..

Floki Inu, DogeBonk, Pepe, Baby Doge Coin … — ასობით პროექტი ცდილობდა მემების გამოყენებით ყურადღების მიპყრობას და ინვესტიციების მოზიდვას.

2024 წლის მიწურულს შეიქმნა და მიმოქცევაში ჩაეშვა კრიპტოვალუტა, აშშ-ის პრეზიდენტის - დონალდ ტრამპისა და აშშ-ის პირველმი ლედის მემკოინი $TRUMP და $MELANIA.

მემკოინების პოპულარობა დიდწილად განპირობებულია მათი აქტიური გავრცელებით სოციალურ ქსელებში — Twitter (X), Reddit, Telegram და TikTok მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ ვალუტების პოპულარიზაციაში. ცნობილი მეწარმის ან ინფლუენსერის ერთი ტვიტი ან პოსტი ხშირად საკმარისია, რომ კონკრეტული მემკოინის ფასი ასეულობით პროცენტით გაიზარდოს ან პირიკით, დაიკლოს სულ რამდენიმე საათში.

მასკისა და ტრამპის ბოლო დაპირისპირებამ კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ მემკოინების ბაზარი მეტად ემოციურია და მგრძნობიარე მსგავსი ინფორმაციული იმპულსების მიმართ. ტრამპს და მასკის შორის უთანხმოების შედეგები თქვენ შეგიძლიათ იხილოთ CoinMarketCap საიტზე მემკოინების კურსის ჩანართში: https://coinmarketcap.com/view/memes/

გაიცანით: BTC Bul, Mind of Pepe, Solaxy

2025 წელს გამოჩნდა მემკოინების სრულიად ახალი თაობა, რომელიც არა მხოლოდ ხუმრობებზე და ემოციებზე, არამედ ტექნოლოგიურ ინოვაციებზე და, ხელოვნურ ინტელექტსა და საზოგადოებრივი ჩართულობის ახალ ფორმებზეა აგებული. ახალი მემკოინების უკან დგას რეალური პროექტები: BTC Bull, Mind of Pepe, Solaxy.

ახალი თაობის კრიპტოვალუტა:

პროექტი BTC Bull

BTC Bull არ არის უბრალოდ მორიგი მემკოინი ან ხუმრობაზე აგებული ტოკენი — ეს არის პროექტი, რომელიც გაერთიანებულია რეალურ ბაზრულ ტრენდებთან და გრძელვადიან სტრატეგიასთან. მისი სისტემა დაფუძნებულია ბიტკოინის ზრდის მოლოდინზე, რაც მას პირდაპირ აკავშირებს კრიპტოსამყაროს ყველაზე გავლენიან აქტივთან.

$BTCBULL ტოკენის ფლობა გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ სარგებელი ბიტკოინის ფასის ზრდისგან, მაშინაც, როცა არ ხართ BTC მფლობელი; და გახდეთ BTC მფლობელი მისი ყიდვის გარეშე. როდესაც ბიტკოინის ფასი მიაღწევს $150,000, მოხდება ე.წ. Airdrop-ი, და $BTCBULL მფლობელები მიიღებენ სარგებელს ბიტკოინში. ამის შემდეგ Airdrop-ი განმეორდება ბიტკოინის ღირებულების ზრდასთან ერთად, ყოველი $50,000-იანი ნიშნულის მიღწევისას.

ამავდროულად, როდესაც ბიტკოინის ფასი მიაღწევს $125,000 მოხდება ტოკენების ნაწილის “დაწვა”/სისტემიდან წაშლა. რაც შეაამცირებს მათ რაოდენობას ბაზარზე და შესაბამისად გაზრდის მათ ფასს.

ასევე გათვალისწინებულია $BTCBULL სტეიკინგი, რომლის დროს, მფლობელი „ყინავს“ თავის ტოკენებს გარკვეული ვადით ციფრულ საფულეში ან სპეციალურ პლატფორმაზე და სანაცვლოდ იღებს პასიურ შემოსავალს, ხშირად პროცენტის სახით.

ამჟამად, პრესეილის ეტაპზე $BTCBULL ტოკენის ფასი შეადგენს $0.002545. მისი შეძენა შესაძლებელია, როგორც პროექტის ოფიციალურ ვებსაიტზე, ისე Best Wallet-ის აპლიკაციაში.

$SOLX და პროექტი Solaxy

შემდეგი კრიპტოპროექტი, რომელიც რეალური საქმით არის დაკავებული არის — Solaxy

Solaxy წარმოადგენს ახალ მიდგომას, რომელიც აერთიანებს Solana-სა და Ethereum-ის ბლოკჩეინების საუკეთესო მახასიათებლებს. Solaxy მიზნად ისახავს Solana-ს ძირითადი ქსელის დატვირთვის შემცირებას, რაც იმოქმედებს ტრანზაქციული მექანიზმების გაუმჯობესობაზე. მისი მთავარი დანიშნულებაა შექმნას სწრაფი, იაფი და სტაბილური ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა ღია გარემო დეცენტრალიზებული აპლიკაციებისათვის.

Solaxy უკვე მოაგროვა თითქმის $44 მილიონი.

პროექტს აქვს თავისი ტიკენია — $SOLX და მისი ფასი პრესეილის ეტაპზე $0.001744-ია.

AI აგენტი კრიპტოსამყაროში — Mind of Pepe და მისი ტოკრნი — $MIND

პროექტი Mind of Pepe არის ინოვაციური, კრიპტოსამყაროზე მორგებული AI აგენტი.

ერთის მხრივ, მისი ალგორითმები არის რეალიზებული სმარტ კონტრაქტის მეშვეობით, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ფარგლებში. ეს არის Mind of Pepe-ს დიდი უპირატესობა სხვა სისტემებთან შედარებით: სმარტ-კონტრაქტები უზრუნველყოფენ პროცესების სისწრაფეს, ავტომატიზაციას, უსაფრთხოებას და ეკონომიურობას დეცენტრალიზაციის ხარჯზე.

მეორეს მხრივ, ალგორითმები მორგებულია კრიპტოვალურურ სფეროს:

თავისი ლექსიკური მოდელიდან (Large Language Model) გამომდინარე Mind of Pepe ხვდება ტექნიკურ ტერმინებს, ცნობს სლენგსაც და კომუნიკაციის სტილს, და იგებს კრიპტო თემატიკასთან დაკავშირებულ ყველა ნიუანსს.

ინფორმაციის შეგროვების ფართო არეალი, როგორც ოფიციალურ პლატფორმებზე (ავტომატურად ამუშავებს CoinMarketCap-ის მონაცემებს), ასევე ნაკლებოფიციალურ (აკითხავს სოციალურ ქსელებს და ფორუმებს). ასევე აქვს საუკეთესო ინსტრუქციები, თუ როგორ გაანალიზოს მოპოვებული ინფორმაცია.

აგებულია მოდულურ სისტემაზე, რაც აძლევს საშუალებას მარტივად უკავშირდება სხვადასხვა პლატფორმას — ტერმინალებთან, ანალიტიკურ დაფებთან, Telegram ბოტებთან და სხვადასხვა ხელსაწყოებთან.

ყველა ეს გარემო ხდის Mind of Pepe-ს მოთხოვნად პროექტად. შესაბამისად მისი მემკოინი — $MIND ასევე ყურადღების ხვდება. დღეს ეს აქტივი ჯერ ისევ მარტივად ხელმისაწვდომია: CoinMarketCap–ის მიხედვით, $MIND ახლა ფასდება $0.00148

“რა სარგებლობა მოაქვს მემკოინების?”

ახალი თაობის მემკოინები, როგორიცაა BTC Bull, Solaxy და Mind of Pepe აღარ ეფუძნებიან მხოლოდ მემებს და პოპულარულ სახელებს — მათ უკან დგანან რეალური იდეები, დეცენტრალიზებული ტექნოლოგიები, AI ალგორითმები და ბაზრის პროგნოზირებაზე ორიენტირებული სტრატეგიები.

თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ კრიპტობაზარი რჩება მაღალრისკიან გარემოდ და ინვესტირებისას საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე. დღესაც კი, როცა ბიტკოინი აღიარებულია როგორც ციფრული ოქრო, მისი ყიდვა არ ნიშნავს ავტომატურად მოგებას. ნებისმიერი კრიპტოვალუტა — იქნება ეს მემკოინი თუ ბიტკოინი — მოითხოვს წინასწარ გააზრებულ და ფრთხილ მიდგომას.

ფული უნდა იმუშაოს თქვენთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯერ თქვენ იმუშავეთ სწორი ინფორმაციის შეგროვებაზე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები