სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის II კვარტალში საქართველოში რძის წარმოებამ 194.3 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1%-ით ნაკლებია.
რძის წარმოება 2016-2021 წლების მეორე კვარტალში:
2016 წელი - 199 მლნ ლიტრი
2017 წელი - 193.5 მლნ ლიტრი
2018 წელი - 189.6 მლნ ლიტრი
2019 წელი - 197.3 მლნ ლიტრი
2020 წელი - 196.2 მლნ ლიტრი
2021 წელი - 194.3 მლნ ლიტრი.
რძისგან განსხვავებით გაზრდილია ხორცის წარმოება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ხორცის წარმოებამ 17.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 8.1%-ით მეტია.
ხორცის წარმოება 2016-2021 წლების მეორე კვარტალში:
2016 წელი - 16.7 ათასი ტონა
2017 წელი - 16.1 ათასი ტონა
2018 წელი - 15.2 ათასი ტონა
2019 წელი -15.4 ათასი ტონა
2020 წელი - 16 ათასი ტონა
2021 წელი - 17.3 ათასი ტონა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში წარმოებულია 159 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.8%-ით ჩამორჩება.
კვერცხის წარმოება 2016-2021 წლების მეორე კვარტალში:
2016 წელი - 158 მლნ ცალი
2017 წელი - 156.5 მლნ ცალი
2018 წელი - 159.7 მლნ ცალი
2019 წელი - 169.9 მლნ ცალი
2020 წელი - 174.3 მლნ ცალი
2021 წელი - 159 მლნ ცალი.




























