მეორე ტალღის მოახლოებამდე კორონავირუსზე PCR-ტესტებს ლაბორატორიათა მთელი ქსელი ჩაატარებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, გახარიას თქმით, ყველა მოქალაქემ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადე ყველგან უნდა ატარონ.
„ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების საშუალებას გვაძლევს ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია ტესტირებების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით ოქროს სტანდარტით, PCR ტესტებზეა საუბარი. დღეს უკვე თვალნათლივ ვხედავთ უახლოეს თვეებში და მეორე ტალღის მოახლოებამდე, შემოდგომამდე, როგორ იმუშავებს ლაბორატორიათა მთელი ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ინფექციის გავრცელების კონტროლს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.