მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეოთხე კვარტალში უმუშევრობა მოსალოდნელზე მეტად შემცირდა - ლაშა ქავთარაძე

ლაშა ქავთარაძე

Galt & Taggart-ის ეკონომისტის, ლაშა ქავთარაძის შეფასებით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე იმაზე სწრაფად შემცირდა, ვიდრე ამის მოლოდინი ჰქონდათ.

საქსტატის თანახმად, 2023 წლის ბოლოსთვის საქათველოში ოფიციალური უმუშევრობის დონე რეკორდულად მცირე იყო და 15.3%-ს შეადგენდა.

“2023 წლის განმავლობაში უმუშევრობა ყოველკვარტალურად მცირდებოდა. ველოდით, რომ მეოთხე კვარტალში ძირითადად მესამე კვარტლის დონეზე შენარჩუნდებოდა, თუმცა ის კიდევ უფრო შემცირდა. შესაბამისად 15.3%-მდე შემცირებული უმუშევრობა მივიღეთ. წლიურ ჭრილში 16.4% იყო უმუშევრობა, როდესაც 2022 წელს ეს იყო 17.3%.

დაახლოებით 4%-ით არის გაზრდილი მთლიანი დასაქმება და 1.3 მილიონი ადამიანი ითვლება დასაქმებულად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, წლიურად დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა კი 8%-ითაა გაზრილი, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხვი 2%-ით შემცირდა”, - განაცხადა გადაცემა "საქმიანი დილაში" ლაშა ქავთარაძემ.

საქსტატის თანახმად, 2023 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებულად სულ 1,372,700 ადამიანი ითვლებოდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67,500 ადამიანით მეტია. დასაქმებულთა შორის დაქირავებით დასაქმებულია 958,400 ადამიანი, რაც წლიურად 74,300-ით, ანუ 8%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხებათ თვითდასაქმებულებს, მათი რიცხვია 413,800 ადამიანი, ხოლო რაოდენობა წლიურად 6,600-ით ანუ 2%-ით არის შემცირებული.

უმუშევრად 248,600 სამუშაო ასაკის მქონე შრომისუნარიანი პირი ითვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები