მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შრომის ბაზარზე მცირედი გაუარესება შეინიშნება" - თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური მიმოხილვა

უმუშევრობა

შრომის ბაზარზე მცირედი გაუარესება შეინიშნება - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებულ ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაშია ნათქვამი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დასაქმების კლება თვითდასაქმებულთა რაოდენობის შემცირებითაა განპირობებული.

„საპირისპიროდ, მცირედი გაუარესება შეინიშნება შრომის ბაზარზე. მიმდინარე წლის ორივე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია უმუშევრობის დონე და შემცირებულია დასაქმება. წლიურ ჭრილში დასაქმების კლება თვითდასაქმებულთა რაოდენობის შეკვეცითაა განპირობებული, დაქირავებულთა რაოდენობა კი, პირიქით, მცირედით გაზრდილია. მიუხედავად ამისა, წინა კვარტალთან შედარებით, კლებაა როგორც თვითდასაქმებულთა, ასევე დაქირავებულთა რიცხვში, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, უმუშევრობის ზრდა თვითდასაქმებულთა რაოდენობის კლებამ განაპირობა, ხოლო კონტრაქტით დასაქმებულთა რაოდენობა პირიქით გაიზარდა. 2025 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 4.7 ათასი კაცით (0.5%) და 940.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 29.3 ათასით შემცირდა (6.5%) და 422.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 7.9 ათასით (3.6%) და 227.6 ათასი შეადგინა.

საქსტატის მიხედვით, თვითდასაქმებულთა რაოდენობის კლების გამო, 2025 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები