მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მეოთხე ბუსტერ დოზის საჭიროებაზე კვლევები მიმდინარეობს“ - ამირან გამყრელიძე

618e141c8002b
ვიქტორია მღებრიშვილი
12.11.21 11:28
3295
შესაძლებელია, რომ ვაქცინის მეოთხე დოზა საჭირო იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ქვეყანაში 4 დოზით აცრის 50-მდე შემთხვევა გვაქვს.

„ვაქცინის მეოთხე დოზის საჭიროების შესახებ კვლევები მიმდინარეობს. გარდა ამისა, ჩვენ ქვეყანაში 50-მდე მეოთხე დოზით აცრის შემთხვევა გვაქვს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ. მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა იმ ქვეყანათა რაოდენობა, რომელიც „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ ვაქცინით აცრილებს არ სცნობენ, მაგრამ თუ არის ეს წინააღმდეგობა, შეიძლება აიცრათ „ფაიზერის“ მესამე დოზით და 28 დღის შემდეგ გაიკეთოთ მეოთხე დოზა“, - განმარტა NCDC-ის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები