მექსიკაში ათასობით ადამიანმა საარჩევნო რეფორმა გააპროტესტა. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მოწყობილი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ახალი რეფორმა საარჩევნო პროცესს ძირს უთხრის. მეხიკოში აქციაზე ორგანიზატორების ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ადამიანი გამოვიდა.
საპროტესტო გამოსვლები ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც საკანონმდებლო ორგანომ ქვეყნის ეროვნულ საარჩევნო ინსტიტუტს საბიუჯეტო დაფინანსების და თანამშრომელთა რაოდენობა შემცირებას დაუჭირა მხარი.
მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი საარჩევნო ინსტიტუტს მიკერძოებაში ადანაშაულებს, თუმცა ოპონენტები აცხადებენ, რომ დაფინანსების შემცირებით რეალურად მთავრობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს ესხმის თავს.
ცვლილებები ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატამ დაამტკიცა და ახლა ძალაში შესასვლელად პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.