Mercedes-Benz-ის საპენსიო ტრასტმა დაგეგმილი რესტრუქტურიზაციის ფარგლებში იაპონურ ავტომწარმოებელ NIssan-ში არსებული 3.8%-იანი წილი სრულად გაყიდა. საუბარია $325 მილიონად შეფასებულ აქციებზე.
როგორც ტრასტის წარმომადგენლები აცხადებენ, გადაწყვეტილების მიზანი პორტფოლიოს გასუფთავება და ისეთ კომპანიებში გადატანაა, რომლებიც მეტ მოგებას მოიტანენ. ამჯერად Nissan-ში არსებული 3.8%-იანი წილის შენარჩუნება სტრატეგიულად წაგებიანად შეფასდა. უხეში დათვლით, თითო აქცია $2.25 დოლარად გაიყიდა.
Mercedes-Benz-ის საპენსიო ტრასტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მალევე აისახა ბირჟებზე. Nissan-ის აქციების ფასი 6%-ით შემცირდა. მსგავსი მკვეთრი ვარდნა კი ადასტურებს სკეპტიკოსების ვარაუდს, რომ თუ კომპანია ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, მისთვის ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება.
ცნობისთვის, გასულ კვარტალში Nissan-ი $535 მილიონის ზარალზე გავიდა. კომპანიამ მდგომარეობის გამოსასწორებლად წარმოების შემცირება, საწარმოების დახურვა და სხვა ხარჯების შეკვეცაც დააანონსა, თუმცა რთულია იმის თქმა, რამდენად უშველის კომპანიას გადადგმული ნაბიჯები.




























