მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტესლა" vs ჩინური მწარმოებლები - რომელი ელექტრომობილები ლიდერობენ საქართველოს იმპორტში

Tesla BYD ელექტრომობილი

2025 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის 7178 ელექტრომობილი დარეგისტრირდა, რაც 2024 წელთან შედარებით 67%-ით მეტი იყო. 2023 წელთან შედარებით კი, ელექტრომობილების იმპორტი გაოთხმაგებულია.

სტატისტიკის თანახმად, საქართველოს ელექტრომობილების იმპორტში პირველ ადგილს Tesla იკავებს, რაც გასულ წელს 3,522-ს შეადგენდა. მეორე ადგილზეა იაპონური Nissan-ი 913 ერთეულით. მესამე ადგილზეა ჩინური BYD 740 ავტომობილით.

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 2025 წელს ასე ნაწილდებოდა

  1. Tesla — 3,522 (ყველაზე პოპულარული: Model 3 – 1,410, Model S – 567, Model Y – 593)
  2. Nissan — 913 (თითქმის ყველა Leaf-ია)
  3. BYD — 740 (ყველაზე პოპულარული: QIN Plus EV, Song Plus, Seagull)
  4. BMW — 358 (i3 REX – 140, i3 – 126)
  5. Chevrolet — 195 (Bolt-ის სხვადასხვა ვარიანტი)
  6. Volkswagen — 197 (ID.4 / ID4)
  7. Hyundai — 97 (Kona, Ioniq 5)
  8. Ford — 127 (Mustang Mach-E)
  9. Porsche — 98 (Taycan, Macan BEV)
  10. Hongqi — 79 (E-QM5)

გარდა ამ ბრენდებისა, საქართველოში გასულ წელს აღირიცხა ყველაზე ძვირად ღირებული ელექტრომობილის - Rolls-Royce Spectre-ის იმპორტიც, რომლის რიცხვიც 4-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები