გერმანული Mercedes-Benz-ი და ჩინური ხელოვნური ინტელექტის კომპანია Momenta იწყებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომლის ფარგლებშიც აბუ-დაბიში უპილოტო ტაქსების ფლოტი შეიქმნება.
პროექტი, რომელშიც ადგილობრივი ოპერატორი Lumo მონაწილეობს, მიზნად ისახავს Mercedes-ის პრემიუმ პლატფორმაზე დაფუძნებული რობოტაქსის სერვისის განვითარებას, რომელიც მომხმარებელთა მაღალ სეგმენტს მოემსახურება.
ავტომობილებში გამოყენებული იქნება Momenta-ს SAE Level 4, სრულად უპილოტო, ავტონომიური მართვის სისტემა, რომელიც კომპანიის R6 AI-მოდელზეა დაფუძნებული.
ავტომობილების სახით მხოლოდ Mercedes S-Class სერია იქნება გამოყენებული, რომელიც კომპანიის ფლაგმანურ სამოდელო ხაზს წარმოადგენს.
როგორც Mercedes-ის წარმომადგენლობა აცხადებს, თუ პროექტი წარმატებული იქნება, მას აბუ-დაბის მიღმაც განავითარებენ.




























