მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mercedes-ის მფლობელი სამუშაო ადგილებს 10 000-ით ამცირებს

5de172631113e
BM.GE
30.11.19 00:30
1643
გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია Daimler-ი, რომელიც Mercedes-Benz-ს ფლობს, აცხადებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით, სამუშაო ადგილებს სულ მცირე 10 000-ით შეამცირებს, რათა ელექტრომობილებზე გადასვლა დააფინანსოს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ Daimler-ის მეტოქემ Audi-მაც განაცხადა, რომ გერმანიაში იმავე მიზეზებით გააუქმებს 9 500 სამუშაო ადგილს.

ამგვარად, Daimler-ში აცხადებენ, რომ ავტოინდუსტრია უდიდეს ტრანსფორმაციას განიცდის:
 
„CO2-სგან თავისუფალი ტრანსპორტის განვითარება მოითხოვს დიდ ინვესტიციებს, რის გამოც Daimler-მა ნოემბრის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ ის დაიწყებს ახალ პროგრამას, რომელიც გაზრდის კონკურენციას, ინოვაციებს და ინვესტიციებს. ამ პროგრამის ნაწილია დასაქმებულებზე დანახარჯების შემცირება დაახლოებით 1,4 მილიარდი ევროთი 2022 წლისთვის, ასევე შემცირდება მენეჯერული პოზიციები მსოფლიოს მასშტაბით 10%-ით“.

Daimler-ს, რომელსაც 17 ქვეყანაში აქვს ქარხნები, მსოფლიოს მასშტაბით დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 300 000 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები