მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერია: დეკემბერში, კახეთის გზატკეცილზე, გარე განათება პერიოდულად გაითიშება

5de3abb508389
თელარა გელანტია
01.12.19 16:11
1178
თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე თვეში კახეთის გზატკეცილზე, გარე განათება პერიოდულად გაითიშება.

ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი:

„კახეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს გარე განათების ახალი ბოძებისა და სანათი მოწყობილობების მონტაჟი, გარე განათების საკაბელო საჰაერო ქსელის მიწისქვეშ განთავსება - ქსელის მოწყობა და არსებული ძველი ქსელისა და ბოძების დემონტაჟი. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დეკემბერში, კახეთის გზატკეცილზე, გარე განათება სხვადასხვა მონაკვეთში პერიოდულად გაითიშება“, - აცხადებენ მერიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები