მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერია თბილისის ქუჩებში გამოჩენილ პლაკატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

60fbef8199e2a
BM.GE
24.07.21 14:44
9579
თბილისის მერია დედაქალაქის ქუჩებში გამოჩენილ პლაკატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები და დაამახინჯა ქალაქის იერსახე, რაც უკანონო ქმედებაა.

აღნიშნული პლაკატების ჩამოხსნას უზრუნველყოფს „თბილსერვის ჯგუფი“, ხოლო რაც შეეხება კანონდამრღვევთა დაჯარიმებას, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში", - წერია განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები