მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერები გამოაცხადა - ბიუჯეტი 28.4 მლნ ლარია

რუსთაველის გამზირი

თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის დაანონსებული რეაბილიტაციის ფარგლებში 4 ტენდერი გამოაცხადა, რომლის ჯამური ღირებულება 28 440 411 ლარია.

შესაბამისი შესყიდვები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე აიტვირთა.

ტენდერი #1

თ. ჭოველიძის ქუჩიდან მ/ს „რუსთაველი“-მდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია

ღირებულება - 4'382'808 ლარი

ტენდერი #2

მეტროსადგურ რუსთაველიდან ალ. ჭავჭავაძის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთის რეაბილიტაცია

ღირებულება - 8'464'123 ლარი

ტენდერი #3

ალ. ჭავჭავაძის ქუჩიდან ზ. ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია

ღირებულება - 8'781'045 ლარი

ტენდერი #4

ზ. ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია

ღირებულება - 6'812'435 ლარი

ოთხივე ტენდერის შემთხვევაში სამუშაოების მიწოდების ვადად განსაზღვარულია წერილობითი დავალების მიღებიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღე.

შესყიდვებზე წინადადებების მიღება 2025 წლის 9 იანვარს დაიწყება და 14 იანვარს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები