მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მერიის კულტურის პროექტების განყოფილება, რომელიც საქმეს ვერ აუდიოდა, 2 შტატამდე დაიყვანეს" - გათავისუფლებული თანამშრომელი

ანა კომლაძე

თბილისის მერიის კულტურის პროექტებისა და პროგრამების განყოფილების თანამშრომელი, ანა კომლაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ თავად წერს სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ აღნიშნული განყოფილება 4-დან 2 შტატამდე შეამცირეს.

"ძალიან მიამიტი ვიყავი და ბოლო წუთამდე მაინც არ მჯეროდა!

საკრებულოს ვერბ. გვერდზე დღეს (05.03.2025) გამოქვეყნებული დადგენილებიდან ვიგებ, რომ 17 მარტიდან მერიის თანამშრომელი აღარ ვიქნები!

კულტურის პროექტებისა და პროგრამების 4 შტატიანი განყოფილება გადაიქცა 2 შტატიან განყოფილებად!

შეამცირეს უფროსი სპეციალისტის 2 შტატი, დარჩა განყოფილების უფროსი და ერთი უმცროსი სპეციალისტი. ასეთი პრეცედენტი მერიის ისტორიაში არ ყოფილა! 2 შტატიანი განყოფილება, უფროსი და ერთი ქვეშევრდომი.

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილება, რომელიც საქმეს ვერ აუდიოდა 2 შტატამდე დაიყვანეს, ჩემი და ჩემი კოლეგის დასჯის მიზნით!", - წერს ანა კომლაძე.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ რეორგანიზაციის შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გასული წლის ნოემბრიდან მერიის თანამშრომელთა ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას გაემიჯნა. მას შემდეგ სამსახურიდან არაერთი საჯარო მოხელე გაუშვეს. გათავისუფლებულები ფაქტს საკუთარ პოზიციას უკავშირებენ.

[სამსახურიდან] კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება - კახა კალაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები