"მერობის კანდიდატებს, სავარაუდოდ, ორშაბათს წარვადგენთ", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არსებობს ორი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც აირჩევიან მერები, ეს არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება.
"თითოეული მერობის კანდიდატი შეირჩევა სწორედ ამ კრიტერიუმებით. ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი მმართველობა. ხშირ შემთხვევაში მოქმედი მერები რჩებიან საკუთარ პოზიციებზე.
ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, თუმცა გვეყოლება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახალი სახეები, ახალი კანდიდატები. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ 63-ვე რეგიონულ მუნიციპალიტეტში მოიგებენ ჩვენი კანდიდატები.
"სავარაუდოდ, ორშაბათს ერთიანად წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. არსებობს 2 კლასიკური კრიტერიუმი, ეს არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება”, - განაცხადა კობახიძემ.




























