სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ გადაუდებელი დაფინანსებების მოზიდვის გამო, სახელმწიფო სექტორის ვალი დაახლოებით $1.6 მილიარდით გაიზრდება და ის მშპ-ის 60%-ს მიაღწევს, თუმცა ეს ნიშნულიც საქართველოს შემთხვევაში ვალის მდგრად დონედ ჩაითვლება.
“დიახ, ვალის ნიშნული 60%-მდე გაიზრდება თუმცა, ის შემდგომში საშუალოვადიან პერიოდში კიდეც შემცირდება,”- ამბობს IMF-ის მისიის ხელმძღვანელი.
მერსედეს ვერა-მარტინი საქართველოს ვალის შესახებ:
- ცხადია არ არის გასაკვირი, რომ ამ დროს მსოფლიოში ვალის მაჩვენებელი იზრდება. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრს ვესაუბრებოდით და მისი შეფასებით, ვალის მაჩვენებელი დაახლოებით 60%-იან ნიშნულთან მივა. მიიჩნევთ თუ არა ვალის ამ მაჩვენებელს საქართველოსთვის გამოწვევად? - რა თქმა უნდა არიან ქვეყნები, რომელთა ვალის მოცულობაც მშპ-ის 100%-ს აჭარბებს, მაგრამ საქართველოს ეკონომიკის თავისებურებების გათვალისწინებით, რამდენად უსაფრთხოდ ვართ ამ მხრივ? - მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ საქართველოში. საქართველოსთან მიმართ ჩვენი ურთიერთობა გავაფართოვეთ, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი არის ის, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენი სახელმწიფო ვალი არის მდგრადი. სხვა შემთხვევაში, ჩვენთვის ძალიან რთული იქნებოდა ახალი ვალის გამოყოფაზე მიგვეღო გადაწყვეტილება. ვალთან მიმართებით ჩვენ მიერ გაკეთებული ანალიზი გამოქვეყნდება და ამ ანგარიშს თქვენ იხილავთ. ის მომდევნო ორშაბათს ან სამშაბათს გამოქვეყნდება.
ჩვენ ვთვლით, რომ არის ფისკალური სივრცე იმისთვის, რათა მოხდეს ამ ვალდებულებების დაფინანსების ფორმირება, რომ ქვეყანას ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს გადაწყვეტილება ამ რთულ ვითარებაში მოახდინოს ეკონომიკის გადაუდებელი დაფინანსება და ფისკალური პასუხი გაეცეს იმ საჭიროებებს, რაც ეკონომიკას და მთლიანად საზოგადოებას აქვს, ხოლო ამავდროულად კი ვალი შენარჩუნდეს მდგრად დონეზე. რომ, როდესაც შოკი გადაივლის, სახელმწიფო დარჩება ერთგული ფისკალური დისციპლინის პოლიტიკის მიმართ.
დიახ, ვალის ნიშნული 60%-მდე გაიზრდება თუმცა, ის შემდგომში საშუალოვადიან პერიოდში კიდეც შემცირდება.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის გადაუდებელი დახმარების გამოყოფის წინადადებას მხარი დაუჭირა. შედეგად, უახლოეს პერიოდში ბიუჯეტი $200 მილიონის რესურსს მიიღებს. ამასთანავე, IMF-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პარალელურად, სხვა საერთაშორისო დონორებიც სახელმწიფოს $1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფენ.