ამერიკულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა, Exxon Mobil-მა მესამე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა. ბოლო სამ თვეში მისი შემოსავლებმა $8.1 მილიარდი შეადგინა. ერთ აქციაზე გასაცემი დივიდენდის მოცულობა კი $1.88 დოლარი იქნება. ჯამურად, Exxon Mobil-მა აქციონერებზე $4.2 მილიარდის დივიდენდები გასცა.
კომპანიამ ეკონომისტების მოლოდინს მნიშვნელოვნად გადააჭარბა და ეს, მეტწილად, გაიანაში მდებარე ოფშორულ პლატფორმებზე, ასევე დასავლეთ ტეხასში მდებარე საბადოებიდან ნავთობის მოპოვების ზრდამ განაპირობა. სწორედ ამ ზრდამ გადაფარა შემოსავლების კლება ბრენტის გაყიდვის კუთხით. ცნობისთვის, წლიურ ჭრილში ბრენტის ფასი 13%-ით დაეცა.
გასული სამი თვის განმავლობაში კომპანია ყოველდღიურად, საშუალოდ, 4.8 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებდა, რაც საგრძნობი გაუმჯობესებაა წინა კვარტალებთან შედარებით. ეს ზრდა კი არამარტო ახალი საბადოების ამოქმედებამ, არამედ მოპოვების გაცილებით ეფექტური მეთოდების დანერგვამ განაპირობა.
Exxon-მა წარმოების ზრდის 2025 წლის პროგნოზი უცვლელად დატოვა. პარალელურად კი ინვესტორებისგან მიიღო თანხმობა, რომ გარკვეული სახის რესტრუქტურიზაციისთვის $510 მილიონს დახარჯავს.




























