მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესამე კვარტალში Pfizer-ის ზარალი $2,38 მილიარდია

კოვიდვაქცინა

Pfizer-ი მესამე კვარტალის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც კომპანიას $2,38 მილიარდის ზარალი მიადგა. წამლის მწარმოებელი მიზეზად იმ ბრალდებებს ასახელებს, რომელიც ძირითადად მისი კოვიდ ანტივირუსული მკურნალობისთვის Paxlovid-ისა და Covid ვაქცინის წინააღმდეგ ბრძოლასთან არის დაკავშირებული.

Pfizer-ში განმარტავენ, რომ Covid-ის წინააღმდეგ წარმოებული პრეპარატის მოსალოდნელზე დაბალი გამოყენების გამო, მესამე კვარტალში კომპანიამ $5,6 მილიარდის ინვენტარი ჩამოწერა. ამავე დროს, მოთხოვნის შემცირებამ Pfizer-ს ასევე $3,5 მილიარდის ხარჯების შემცირების გეგმაზე მუშაობა აიძულა.

Pfizer-ის აქციების ღირებულება წლის განმავლობაში დაახლოებით 40%-ით შემცირდა.

ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ მესამე კვარტალის შემოსავალი $13,23 მილიარდია, რაც 42%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. LSEG-ის ანალიტიკოსების გამოკითხვის საფუძველზე უოლ-სტრიტი ვარაუდობდა, რომ კომპანიის მესამე კვარტალის შემოსავალი $13.34 იქნებოდა.

კომპანიამ Covid-ის ვაქცინის გაყიდვებით $1,31 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის კვარტალთან შედარებით 70%-ით ნაკლებია.

Pfizer-ის ოქტომბრის შედეგების მიხედვით, კომპანიაში წლის განმავლობაში აქციაზე 1,45-იდან 1,65 დოლარამდე მოგებას ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები