მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მესამე ტალღის თავიდან აცილების ერთ-ერთი პირობა ბიზნესგარემოში წესების დაცვაა - გაბუნია

6059a9b92bf9f
ინგა მურუსიძე
23.03.21 12:46
471
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსის მესამე ტალღის რისკი განსაკუთრებით ახალ შტამებთან მიმართებით, არის მაღალი.

როგორც გაბუნიამ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, პირბადის გამოყენება, ბიზნესგარემოში წესების დაცვა და სოციალური დისტანცია.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, ვაქცინაციამ რამდენად შეიძლება ეფექტი იქონიოს მესამე ტალღის შეჩერებაზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ, ჯერჯერობით, ვაქცინაციის ეფექტი მინიმალური იქნება, რადგან მიმდინარე პერიოდში მცირე ოდენობით აცრები კეთდება.

„ვაქცინაცია იქნება საშუალება იმისთვის, რომ ლეტალობა და ჰოსპიტალიზაცია მინიმუმამდე შემცირდეს. ვირუსის შემთხვევების შემცირებისთვის წვლილი ექნება მცირედი, თუმცა აუცილებელია, პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა“, - ამბობს გაბუნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები