მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესიმ “ინტერ მაიამისთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

მესი და ინტერ მაიამი

8 გზის ოქროს ბურთის მფლობელი ლიონელ მესი “ინტერ მაიამიში” კიდევ სამი წელი ანუ 2028 წლამდე იასპარეზებს, ინფორმაცია ფლორიდულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

"ბედნიერი ვარ, რომ აქ ვრჩები და ამ პროექტის ნაწილი მომავალშიც ვიქნები. მაიამი ფრიდომ პარკის სტადიონზე თამაში ოცნება იყო, რომელიც ლამაზ რეალობად იქცა. აქ გადმოსვლის დღიდან ძალიან ბედნიერი ვარ და მართლა მიხარია, რომ ამ კლუბში თამაშს გავარძელებ. ერთი სული გვაქვს, მაიამი ფრიდომ პარკი როდის დასრულდება და თავად გამოვცდით, ჩვენი ახალი სახლი როგორია. რაღაც უნიკალური იქნება, როდესაც ამ საოცარ სტადიონზე, ჩვენი განსაკუთრებული გულშემატკივრების წინაშე ვითამაშებთ“ - განაცხადა მესიმ.

დევიდ ბეკჰემმა განაცხადა, რომ მისი მიზანი მაიამიში საუკეთესო ფეხბურთელების მიყვანა იყო, ხოლო მან ისეთი ფეხბურთელი დაიმატა, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა: ''ვაფასებ ლეოს ერთგულებას ქალაქის, კლუბისა და თანადგუნდელების მიმართ. მას ისევ სურს ჩვენთან ერთად გამარჯვება'' - აღნიშნა ბეკჰემმა.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას“ და “პსჟ-ს” ყოფილი თავდამსხმელი MLS-ში 2023 წლიდან თამაშობს. ამ წელს მის ანგარიშზე ჩემპიონატის 28 მატჩში 29 გოლია, რაც ყველაზე მეტია ლიგაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები