მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესის მაისურების ღირებულება სოთბის აუქციონზე, სავარაუდოდ, $10 მილიონს გადააჭარბებს

მესის მაისურები

8 გზის ოქროს ბურთის გამარჯვებული და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის ლიონელ მესის მაისურები ღირებულების თვალსაზრისით რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს.

სოთბის აუქციონზე 30 ნოემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით გასულ მუნდიალზე მესის ნაცვამი მაისურები გაიყიდება, მათ შორის ფინალურ შეხვედრაში გამოყენებული მაისური, რომლითაც “ინტერ მაიამის” შემტევმა 2 გოლის გატანა მოახერხა. მაისურებს ამერიკული ტექნოლოგიური სტარტაპი "Momento" გამოიტანს და შემოსული თანხის ნაწილს Unicas-ის პროექტში გადარიცხავს, რომელიც იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვებს ეხმარება.

იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკაში გადასვლის შემდეგ არგენტინელი ვარსკვლავის მაისურები ყველაზე გაყიდვადია ქვეყნის მასშტაბით, სოთბის სააუქციონო სახლი ფიქრობს, რომ მესის გამოყენებული მაისურები 10 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.

ცნობისთვის, ლიონელ მესის ექვსივე მაისური არა ინდივიდუალურად, არამედ ერთობლივად გაიყიდება.
შეგახსენებთ, რომ რეკორდი მაიკლ ჯორდანის 1998 წლის “ჩიკაგო ბულზის” მაისურს ეკუთვნის, რომელიც 2022 წელს 10,1 მილიონ დოლარად გაიყიდა, ხოლო ფეხბურთში დიეგო მარადონას 1986 წლის მეოთხედფინალში ნაცვამ მაისურს ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც გასული წლის მაისში 9,3 მილიონ დოლარად გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები