მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიას ძირითადად რუსები სტუმრობენ, რომლებიც თავს უკვე შიდა ტურისტებად მიიჩნევენ, ამბობენ ბათუმიდან ვართო - "ლაჰილი"

ლაჰილი

საქართველოს მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი აქტიურ ფაზაშია. სხვადასხვა კურორტზე მდებარე სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ყველაზე დატვირთულმა პერიოდმა, საუბარია ახალი წლის სადღესასწაულო დღეებზე, ჩაიარა, შესაბამისად, პირველად შედეგებზე საუბარი უკვე შესაძლებელია.

მესტიაში მდებარე სასტუმრო „ლაჰილის“ მფლობელი bm.ge-სთან მიმდინარე წლის სეზონს აფასებს. როგორც ლევან დადვანი აღნიშნავს, ჯავშნები 10 იანვრამდე ფიქსირდება, იანვრის მეორე ნახევრიდან კი სასტუმრო ფაქტობრივად იცლება.

„ახალი წლის პერიოდში დაახლოებით 70-80%-იანი დატვირთვით ვიმუშავეთ. აქტივობა 10 იანვრამდე გაგრძელდება, შემდგომ ყველაფერი ცარიელდება. იანვრის მეორე ნახევარსა და თებერვლის პერიოდში ჯავშნები არ გვაქვს“ - განმარტავს „ლაჰილის“ მფლობელი.

ლევან დადვანი bm.ge-სთან ტურისტების სეგმენტის ცვლილებაზეც საუბრობს და როგორც ამბობს, „სეგმენტი რადიკალურად შეცვლილია“. მისი თქმით, კურორტს თითქმის აღარ ჰყავს ევროპელი ვიზიტორი. ამ დროისთვის მესტიას უმეტესად რუსი ტურისტი სტუმრობს.

„სეგმენტი რადიკალურად შეცვლილია. ტრადიციულად აქტიურია ქართველი დამსვენებელი, თუმცა ადგილობრივების გარდა, მესტიას ძირითადად რუსები სტუმრობენ. ხუმრობით ვითვლიდი და ამ 10 დღეში შემხვდა მხოლოდ 20 ადამიანი, რომელიც იყო ევროპიდან, დანარჩენი ყველა არის რუსი. რუსებიც უკვე შიდა ტურიზმში თვლიან თავს, რადგან ამბობენ, ბათუმიდან ვართო.

რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ შემცირდა ევროპელი დამსვენებლის წილი, მაგალითად, რამდენიმე პოლონელს ვესაუბრე. ასე ამბობენ, ჩვენმა ბევრმა მეგობარმა გადაიფიქრა ჩამოსვლა, საქართველოში არსებული სიტუაციის გამოო. ეს ბუნებრივია. დასასვენებლად როდესაც მიდიხარ და თანხა უნდა დახარჯო, გირჩევნია მშვიდი გარემო შეარჩიო“ - აღნიშნავს ლევან დადვანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები