მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიაში ახალი სასტუმრო „ლატველი“ გაიხსნა

62eba4bb18e98
ვიქტორია მღებრიშვილი
05.08.22 09:40
2043
სვანეთში, კერძოდ კი მესტიაში, კიდევ ერთი ახალი სასტუმრო „ლატველი“ გაიხსნა.

სასტუმროს პროექტში 390 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, საიდანაც ნაწილი სესხი იყო, ნაწილი კი პირადი ფინანსური რესურსი. როგორც BM.GE-სთან „ლატველის“ მფლობელი გიორგი მოსულიშვილი ამბობს, სასტუმრო ბიზნესში შესვლის სურვილი ჯერ კიდევ 2019 წელს გაუჩნდა.

„2019 წელი მესტიისთვის ტურისტულად აქტიური იყო. მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ პროექტის განხორციელება გადავწყვიტეთ. პანდემიამ მისი შესრულება დროებით შეაფერხა და ამიტომ მესტიაში, ლატველში ამავე დასახელების სასტუმრო წელს, ივლისში ავამოქმედეთ“, - ამბობს გიორგი მოსულიშვილი.



16-ნომრიანი სასტუმრო დღეს სტუმრებს 2-3 კაციან ნომრებს საუზმით სთავაზობს, სადაც ივლისში 1 ღამით დაჯავშნის ღირებულება 170 ლარია, აგვისტოში კი 180 ლარი.

„სასტუმრო დაინტერესებული პირებისთვის ტურების ორგანიზებასაც ახორციელებს. არის შემთხვევები, როდესაც სამანქანე ან საცხენოსნო ტურებით ინტერესდებიან და ჩვენ ამას ვაწყობთ“, - აღნიშნავს სასტუმროს მფლობელი.

სასტუმრო „ლატველმა“ ჯავშნების მიღება ჯერ კიდევ გახსნამდე, დეკემბერ-იანვრიდან დაიწყო და სექტემბრამდე დატვირთვა 80% იყო, თუმცა როგორც გიორგი მოსულიშვილი ამბობს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ევროპიდან ჯავშნები უქმდება. სასტუმროს დატვირთვა დღეისთვის მინიმალურია და მოთხოვნა ძირითადად ადგილობრივებზე მოდის.

დღეისთვის სასტუმრო „ლატველი“ 6 სამუშაო ადგილს ქმნის.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები