მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიაში ჩაის სახლი „ჩაიბუდე“ იხსნება - "მთავარი გამოწვევა კადრების პოვნა იყო"

63a1b4bc8d07d
თინათინ ნატმელაძე
21.12.22 09:30
2086
დეკემბრის ბოლოს მესტიაში ჩაის სახლი „ჩაიბუდე“ იხსნება. როგორც მისი დამფუძნებელი თათია თეთრაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, ვინტაჟური დიზაინის კაფე, რომელიც თავისი კონცეფციით მესტიისთვის სიახლეა, ერთდროულად 25 სტუმრის მიღებას შეძლებს.

„მესტიის ცენტრში ვხსნით ჩაის სახლს, სადაც ძირითადად ჩაის ასორტიმენტი, ცხელი შოკოლადი, ყავა და ტკბილეული იქნება. დიზაინს რაც შეეხება, უფრო მეტად ვინტაჟური სტილი და ქართული ელემენტები გვაქვს შერჩეული.

მესტიისთვის მსგავსი კონცეფციის კაფე სიახლეა, ამიტომ დიდ დაინტერესებას ველოდებით, ჩვენთან ერთდროულად 25 სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი და სიმართლე რომ ვთქვათ, როგორც სხვა სივრცეები მესტიაში, ისე ჩვენი კაფეც, ძირითადად ტურისტებზეა ორიენტირებული, თუმცა, ვფიქრობთ, რომ მყუდრო გარემო და შეღავათიანი ფასები ადგილობრივებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს. ჩვენთან ყავის საფასური 5 ლარიდან იწყება, ტკბილეულის კი 3-4 ლარიდან", - აღნიშნა თათია თეთრაშვილმა.

მისივე ცნობით, ჩაის სახლის ამოქმედების პროცესში მთავარი გამოწვევა ადგილობრივი კადრების დეფიციტი იყო, - „აქ ძალიან ჭირს კადრების შოვნა, ჩვენთვისაც მთავარი გამოწვევა ეს იყო, ამჟამად 4 ადამიანს ვასაქმებთ, თუმცა შესაძლოა, დამატებითი კადრებიც დაგვჭირდეს. ზოგიერთ პოზიციაზე სკოლის ასაკის ბავშვებიც აქტიურობენ და ეს არის გამოსავალი.“

თათია თეთრაშვილი გვიყვება, რომ „ჩაიბუდე“ სრულად პირადი ინვესტიციით შექმნა - ფართი იქირავა, სადაც გარკვეული ინვენტარი უკვე იყო, ინტერიერის საკუთარი გემოვნებით მოსაწყობად კი 30 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია დასჭირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები