მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 2025 წელს 6%-ით გაიზარდა

მესტია

სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება კვლავ მზარდ ტენდენციას აჩვენებს - 2025 წელს 2024 წელთან შედარებით მოხმარება 6%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2021 წელთან შედარებით მოხმარების ზრდა 45%-ია.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოხმარების ზრდის მთავარი მიზეზი კრიპტომაინინგია და თუ მაინერების გათიშვა არ მოხდება, სვანეთი გამრიცხველიანებასთან და ელექტროენერგიის გადასახადის დაწესებასთან ძალიან ახლოსაა.

"ენერგო-პროს ჯორჯიას" მიერ მოწოდებული სტატისტიკით, მესტიის ელექტროენერგიის მოხმარება წლების მიხედვით ასე გამოიყურება.

მესტიის მუნიციპალიტეტის მოხმარება წლების მიხედვით (მლნ.კვტ)

  • 2020 წელი - 91,117,245 კვტ.სთ;
  • 2021 წელი - 101,568,155 კვტ.სთ;
  • 2022 წელი - 121,739,191 კვტ.სთ;
  • 2023 წელი - 120,275,154 კვტ.სთ
  • 2024 წელი 124,692,913 კვტ.სთ
  • 2025 წელი - 132,952,736 კვტ.სთ

საქმე ის არის, რომ მესტიაში უკონტროლო მაინინგის გამო ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრი ზრდა გამოწვევად უკვე წლებია რჩება. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, სემეკის წარმომადგენლების მიერ ადგილზე გამანაწილებელი ქსელის მდგომარეობის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ უკანონო მაინინგის ქსელზე მიერთების და მათ მიერ გაზრდილი დატვირთვიდან გამომდინარე ქსელის მდგომარეობა კრიტიკულია.

მაინინგი თუ ისევ პრობლემაა, ამდენი წელი რატომ ვერ აღმოაჩინეს დამნაშავეები? - მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება ისევ იზრდება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები