მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიაში ფესტივალი „გიზ-გიზი" მიმდინარეობს

გიზ-გიზი

სვანეთი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ-გიზს" მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციისვე ცნობით, გუდაურის შემდეგ ფესტივალი მესტიაში ტარდება. ადგილობრივებსა და სვანეთის სტუმრებს ფესტივალზე უამრავი სანახაობა ელოდებათ. დასწრება თავისუფალია.

„გიზ-გიზის" ფარგლებში კონცერტები გაიმართა, ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაზე ბენდებმა და დიჯეებმა იზრუნეს, მოეწყო სამეწარმეო ბაზარი, კვების სივრცეები, პერფორმანსები, თამაშები და გასართობი აქტივობები.

ფესტივალის მიზანია ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია და მეტი შიდა და უცხოელი ტურისტის მოზიდვა.

მესტიის შემდეგ ფესტივალი ბაკურიანში გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.