მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მესტიაში გუშინ ელექტროენერგიის მოხმარება სამეგრელოს 5 მუნიციპალიტეტისას უტოლდებოდა”- Energo-Pro Georgia

64512e7593a6d
ანუკა ჯოხაძე
03.05.23 19:30
1742
სვანეთი ისევ უშუქობის პრობლემას ებრძვის. ელექტრომომარაგება ხარვეზებით ადგილობრივ ბიზნეს აფერხებს. პრობლემაზე ამჯერად ლატალის თემის მაცხოვრებლები ალაპარაკდნენ.

ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდებასთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდა "ენერგო-პრო ჯორჯიაში. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული ქსელი დატვირთვას ვეღარ უძლებს. რის გამოც ხშირად ადგილზე ელექტროენერგია ავარიულად ითიშება.

“ენერგო პრო ჯორჯია ვართ ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანია, ჩვენ ელექტროენერგიას ვყიდულობთ, ამაში ფულს ვიხდით, რომ შემდგომ მივაწოდოთ აბონენტებს. ჩვენ ამას ვაკეთებთ, ვაწვდით ელექტროენერგიას თუმცა ამოღება არ გვაქვს.

იმდენად ჭარბად გაზრდილია მოხმარება, რომ ელექტროგადამცემი ხაზები ფიზიკურად ვერ უძლებს და "ენერგო-პრო ჯორჯია" შეზღუდულად აკეთებს ინვესტიციებს, იმისთვის რომ გაარემონტოს ხაზები.”-ამბობს ავთო დვალიშვილი.

დვალიშვილის თქმით, იმის გამო რომ სვანეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადისგან გათავისუფლებულია, კომპანია ინვესტიციებს შეზღუდულად ახორციელებს. "ენერგო-პრო ჯორჯიაში" პრობლემის მოგვარების გზას საბალანსო მრიცხველების დამონტაჟებაში ხედავენ.

“ტრანსფორმატორებზე უნდა დამონტაჟდეს საბალანსო მრიცხველები, რომლის მეშვეობითაც ჩვენ გავიგებთ, რომელ ტრანსფორმატორზე მიმაგრებული აბონენტები მოიხმარენ დრამატულად გაზრდილ ელექტროენერგიას.

ამის შემდეგ შესაძლებელია საუბარი იმაზე, თუნდაც ინდივიდუალურ მრიცხველებზე, თუდაც ინდივიდუალური აღრიცხვიანობის მოწესრიგებაზე. იმაზე საუბარი თუ ვინ უნდა გადახადოს ელექტროენეგიის გადასახადი. მთავარია აღრიცხვიანობის მოწესრიგება დაიწყოს.”-აცხადებს ავთო დვალიშვილი.

ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, სვანეთის რეგიონში სადაც, ელექტროენერგია ფიზიკური პირებისათვის ამ დრომდე უფასოა მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება.

ენერგო პროს მონაცემებით, მხოლოდ 1 მაისს მესტიის მუნიციპალიტეტმა 363 817 კვტ სთ ელექტროენერგია მოიხმარა, ეს დაახლოებით იმდენივეა რაც მაგალითად სამეგრელოს თითქმის ნახევარს, რეგიონის ერთდროულად 5 მუნიციპალიტეტს დასჭირდა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები