მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიაში თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო ლაბორატორიის ფილიალი გაიხსნა - ინვესტიცია 20 000 ლარია

მესტ
29.03.24 20:40
269

მესტიაში თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო ლაბორატორიის ფილიალი 20 000-ლარიანი ინვესტიციით გაიხსნა - ამის შესახებ ინფორმაციას „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ლაბორატორიის გახსნით, ადგილობრივ მოსახლეობას 1 000-ზე მეტი დასახელების კვლევის ჩატარების საშუალება მიეცა.

„მესტიაში, ისევე, როგორც სხვა მაღალმთიან რეგიონში, სამედიცინო სერვისის ნაკლებობაა. ჩვენი ფილიალის გახსნის შედეგად, მოსახლეობას ყველა ტიპის ლაბორატორიული კვლევის ჩატარება ადგილზევე შეუძლია. მაღალი სიზუსტის კვლევები კი დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სწორად დაგეგმვისთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ დამფუძნებელმა ლევან ქობალიამ.

კომპანიის გადაწყვეტილებით, ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით მესტიის მოსახლეობამ სპეციალური ერთდღიანი აქციით ისარგებლა. კერძოდ, შშმ და 0-დან 18 წლის ასაკის მქონე 130–ზე მეტმა პირებმა, რამდენიმე ლაბორატორიული კვლევა უფასოდ ჩაიტარა.

აღსანიშნავია, რომ მესტია მე–12 რეგიონული ცენტრია, სადაც „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ ფილიალი ოფიციალურად გაიხსნა და ადგილობრივ მოსახლეობას 1 000-ზე მეტი დასახელების კვლევის ჩატარების საშუალება მიეცა. მათ შორის, გენეტიკური და ონკოლოგიური კვლევების, რისთვისაც საკვლევი ნიმუშები თურქეთისა და გერმანიის პარტნიორ ლაბორატორიებში იგზავნება.

შეგახსენებთ, „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ „მედიქალ ვორლდის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს. ასევე ჰოლდინგის შვილობილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების კომპანია „მედ–11“ და კომპანია „მედიქალ ვორლდ სპა ველნესი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები