Meta-ს გლობალური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანტიგონე დევისმა, გასულ კვირას ბლოგი გამოაქვეყნა, რომელშიც კონგრესს მიმართავს და სოციალური ქსელების 16 წლამდე მომხმარებლისთვის მშობლების კონტროლის გამკაცრებას ითხოვს, კერძოდ, პოტენციური კანონის თანახმად, მცირეწლოვნებს სოციალური მედიის აპლიკაციების გადმოსაწერად მშობლების თანხმობა დასჭირდებათ.
Meta-ს თქმით, App Store-ისა და Google Play Story-ის მსგავსმა აპლიკაციებმა მშობელთა კონტროლი თავიანთ სისტემებში უნდა ჩააინტეგრირონ და ეს კონკრეტულად სოციალური მედიის კომპანიების პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს.
აღსანიშნავია, რომ Meta, რომელიც Instagram-სა და Facebook-ს ფლობს, არაერთხელ გაუკრიტიკებიათ თინეიჯერებისთვის აპლიკაციებზე ხელმისაწვდომობის გამო.
თავის ბლოგში უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პრობლემის “მარტივ, სექტორულ გადაწყვეტაზე” საუბრობს.
“თინეიჯერებს აპლიკაციების გადმოწერაზე თანხმობა მშობლებმა უნდა მისცენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ფედერალურ კანონმდებლობას, რომელიც ავალდებულებს App Store-ებს, მშობლებისგან თანხმობა მიიღონ, როდესაც მათი 16 წლამდე თინეიჯერი სოციალური მედიის აპლიკაციის გადმოწერას ცდილობს.
ამ გადაწყვეტით, როდესაც თინეიჯერი აპლიკაციის გადმოწერას გადაწყვეტს, მშობელს შეტყობინება მიუვათ, ზუსტად ისე, როგორც ახლა მათი შვილების მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ მისდით”, - ნათქვამია ბლოგში.
დევისმა ბლოგი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც Meta-ს წინააღმდეგ 33 შტატის წარმომადგენლებმა ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.