მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია, ამერიკული Meta $8.5 მილიარდის მოცულობის ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს, - ამის შესახებ კომპანიის მიერ მარეგულირებლისადმი წარდგენილი დოკუმენტიდან ვიგებთ. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული ობლიგაციებით მოზიდულ სახსრებს Meta კაპიტალური დანახარჯებისთვის, საკუთარი აქციების გამოსყიდვისთვის და სხვადასხვა კომპანიის ნაწილობრივ ან სრულად შესყიდვისთვის გამოიყენებს.
Meta-ს ობლიგაციები ხუთი ნაწილისგან შედგება:
$1.5-მილიარდიანი ემისია, 4.6% | დაფარვის თარიღი - 2028
$1-მილიარდიანი ემისია; 4.8% | დაფარვის თარიღი - 2030
$1.75-მილიარდიანი ემისია; 4.95% | დაფარვის თარიღი - 2033
$2.5-მილიარდიანი ემისია; 5.6% | დაფარვის თარიღი - 2053
$1.75-მილიარდიანი ემისია; 5.75% | დაფარვის თარიღი - 2063
კომპანიის განცხადებით, სარგებელი, რომელსაც Meta-ს მიერ გამოშვებული 40-წლიანი ობლიგაცია ინვესტორებს სთავაზობს, სახელმწიფო ობლიგაციებთან შედარებით 192 საბაზო პუნქტით, ანუ 19.2%-ით მეტია.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, Meta-მ კვარტალური ფინანსური შედეგები გაასაჯაროვა, რომელთა თანახმად, კომპანიის შემოსავლები $28.65 მილიარდამდე გაიზარდა, რაც თითქმის მილიარდი დოლარით მეტია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე. შემოსავლების გარდა, გაზრდილია ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობაც, რომელიც 2 მილიარდს აჭარბებს, ყოველთვიურად კი Meta-ს სოციალურ ქსელებს 3 მილიარდამდე ადამიანი იყენებს.
საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.