მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Threads-ის მომხმარებელთა რაოდენობამ 150 მილიონს გადააჭარბა, მაგრამ ზრდის ტემპი შენელდა

64b6d2ace17b1
გიორგი არონია
18.07.23 21:50
621

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის, ამერიკული Meta-ს მიერ შექმნილი ახალი სოციალური ქსელის, Threads-ის მომხმარებელთა რაოდენობამ, გაშვებიდან 10 დღეში, 150 მილიონს გადააჭარბა. ამ მაჩვენებელზე, Threads-ი ხუთჯერ უფრო სწრაფად ავიდა, ვიდრე Niantic-ის მიერ შექმნილი და მსოფლიოში ვირუსულად გავრცელებული Pokémon Go, რომელსაც ეს რეკორდი ამ დრომდე ეკუთვნოდა.

ახალი სოციალური ქსელის ზრდის პარალელურად იკლებს პლატფორმაზე მომხმარებლების რაოდენობის დამატების ტემპი, მაგრამ, როგორც კვლევითი ორგანიზაცია Data.ai-ი წერს, აპლიკაციას, ყოველკვირეულად, ასი მილიონი მომხმარებელი მაინც იყენებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ დრომდე, Threads-ი გაშვებული არ არის ევროკავშირის 350-მილიონიან ბაზარზე, სადაც Instagram-ი, რომელთანაც Threads-ი მისი ბუნებითაა დაკავშირებული, ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელად ითვლება. ამ ეტაპზე, ყველაზე მეტი მომხმარებელი Threads-ს ინდოეთიდან, ბრაზილიიდან, აშშ-დან, მექსიკიდან და იაპონიიდან ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ Threads-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, Twitter-ის ერთგვარ ანალოგად ითვლება. თავად Twitter-მა კი, ბოლო დროს, თავი რთულ მდგომარეობაში ამოყო, რადგან ილონ მასკის მფლობელობაში გადასვლის შემდეგ, კომპანიის შემოსავალი განახევრდა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები