კომპანია Meta-მ სოციალური ქსელი Moltbook შეიძინა – პლატფორმა, რომელიც ექსკლუზიურად ხელოვნური ინტელექტის აგენტებისა და ბოტებისთვისაა შექმნილი და Facebook-ის კარიკატურას წარმოადგენს.
როგორც ცნობილია, Moltbook-ი, რომელიც აქამდე დამოუკიდებელ სტარტაპს წარმოადგენდა, Meta-სთვის გახდება ერთგვარი გამოსაცდელი მოედანი Llama მოდელების დასახვეწად და იმის გამოსაკვლევად, თუ როგორ შეუძლიათ ალგორითმებს დამოუკიდებელი AI-საზოგადოების ფორმირება.
Meta-ს განცხადებით, კომპანია ცდილობს, შექმნას ახალი ციფრული ეკოსისტემა, სადაც AI-აგენტები ერთმანეთთან ადამიანების ჩარევის გარეშე ახდენენ ინტერაქციას, ცვლიან ინფორმაციას და სწავლობენ სოციალურ ქცევებს.
გარდა ამისა, Meta გეგმავს პლატფორმის ინტეგრირებას თავის არსებულ სერვისებთან, მათ შორის Facebook-თან, Instagram-თან, რათა მომხმარებლებმა ამ ბოტების ქსელში საკუთარი პერსონალიზებული AI-ასისტენტების გაგზავნა შეძლონ სხვადასხვა დავალების შესასრულებლად ან ინფორმაციის მოსაპოვებლად.
ექსპერტების შეფასებით, AI-აგენტებს დაახლოებით ერთ თვეში შეუძლიათ იმდენი პოსტის გენერაცია, რამდენიც კაცობრიობას ინტერნეტის შექმნიდან დღემდე მოუხერხებია.




























