ტექგიგანტებს შორის ტოპტვინებზე ნადირობა გრძელდება. ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, Meta-მ Apple-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე მუშაობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რუომინ პენის გადაბირება მოახერხა.
ცუკერბერგის კომპანია ახალ თანამშრომელს Meta-ს SuperIntelligence Labs-ში მაღალ თანამდებობაზე დაასაქმებს. აღსანიშნავია, რომ მეილების შეჯამების ფუნქცია და ჯენმოჯი Apple-ის პროდუქტებში სწორედ პენის ხელმძღვანელობის დროს დაინერგა.
პენის გადასვლა კონკურენტ კომპანიაში Apple-ისთვის ძალიან დიდი თავის ტკივილი იქნება. როგორც ცნობილია, ტექგიგანტს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სერიოზული ჩამორჩენა აქვს. არსებობს საფრთხეც, რომ ხელმძღვანელის წასვლის შემდეგ თანამდებობებს დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებიც დატოვებენ.
ვიდრე Apple-ს უჭირს, Meta წინ მიიწევს, რომელიც ტოპტალანტის აყვანისა და თუ გადაბირების აქტიურ ეტაპზეა გადასული. როგორც ცნობილია, კომპანიამ თავის დეპარტამენტში OpenAI-ს, Antropic-ისა და სხვა ტექკომპანიებს არაერთი ნიჭიერი თანამშრომელი გადაიყვანა. აშკარაა, რომ Meta-ს ხელოვნური ინტელექტის სფეროს აბსოლუტური ლიდერობა სურს. მიაღწევს თუ არა კომპანია მიზანს, ამას დრო გვიჩვენებს.




























