მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Meta-მ წინა კვარტალთან შედარებით მოგება გააორმაგა

მარკ ცუკერბერგი

გასულ კვარტალში, მარკ ცუკერბერგის ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Meta-მ, კომპანიის ისტორიაში მოგებისა და გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა. 30 სექტემბერს დასრულებულ სამთვიან პერიოდში, Facebook-ის მშობელმა ფირმამ გაყიდვებიდან $34.1 მილიარდის შემოსავალი მიიღო, კომპანიის მოგებამ კი თითო აქციაზე $4.39 შეადგინა - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

აღნიშნული მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალს, Meta-ს ისტორიაში ყველაზე მოგებიან კვარტალად აქცევს, კომპანიის კვარტალურ შემოსავალს კი რეკორდულ ნიშნულამდე ზრდის. Meta-მ ასევე გაორმაგდა მოგება წინა კვარტალთან შედარებით, და გაყიდვებიდან წმინდა შემოსავალი თითქმის $11,6 მილიარდი მიიღო. ამასთან, Meta-ს შედეგებმა ანალიტიკოსთა პროგნოზებს გადააჭარბა, რომლებიც შემოსავლებისა და თითო აქციაზე მოგებისთვის, შესაბამისად, $33.6 მილიარდისა და $3.64-ის მიღებას ვარაუდობდნენ.

Meta-ს შემოსავლების რეკორდული ზრდა 2022 წლის შემდეგ კურსის ცვლილებასა და სარეკლამო ბიზნესის გაძლიერებას უკავშირდება. კომპანია შემოსავლების 95%-ს რეკლამირებიდან გამოიმუშავებს, რეკლამების გაყიდვები წლიურად 24%-ითაა გაზრდილი.

შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, Meta-ს აქციების ფასი ჩვეულებრივ სავაჭრო საათებში დაახლოებით 4%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ წელს, ცუკერბერგის ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ღირებულება 140%-ითაა გაზრდილი, რაც მას მეორე ყველაზე წარმატებულ აქციად აქცევს S&P 500-ზე.

მიუხედავად ამისა, „მეტავერსის“ განყოფილების შემთხვევაში, კომპანია კვლავ ზარალზეა. მხოლოდ გასულ კვარტალში „მეტავერსმა“ კომპანიას $3.7 მილიარდის ზარალი მოუტანა, 2021 წლის დაარსებიდან დღიდან კი ზარალის საერთო მოცულობამ $35 მილიარდს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები