გასულ წელს, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებმა კორპორაციულ ფრენებზე იმდენი ფული დახარჯეს, რამდენიც გასული ათი წლის განმავლობაში, არც ერთ წელს არ დაუხარჯავთ. Financial Times-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი 500 კომპანიის დირექტორების მოგზაურობაზე გაწეულმა დანახარჯებმა, გასულ წელს, $41.3 მილიონი შეადგინა, რაც 22%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლით ადრე, როცა თავის წილ, კვლავ რეკორდი დაფიქსირდა.
როგორც აღმოჩნდა, კორპორაციულ ფრენებზე ყველაზე დიდ თანხას Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი კომპანიის, Meta-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი, მარკ ცუკერბერგი ხარჯავს. გასულ წელს, ამ თანხამ $2.3 მილიონი შეადგინა. ამასთან, განსაკუთრებით საინტერესო ისაა, რომ მარკ ცუკერბერგზე მეტი Meta-მ კომპანიის კიდევ ერთი აღმასრულებლის, შერილ სენდბერგის მოგზაურობებზე დახარჯა, რომელიც იმ დროს კომპანიის საოპერაციო დირექტორის თანამდებობას იკავებდა. აღსანიშნავია, რომ მოგზაურობის გარდა, მაღალი რგოლის მენეჯებს Meta პირადი დაცვის ხარჯებსაც უფარავს.
იმ კომპანიების ჩამონათვალში, რომლებმაც გასულ წელს მენეჯერების კორპორაციულ ფრენებზე მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს, Meta-ს გარდა სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი Lockheed Martin-ი, სამორინეებისა და სასტუმროების ქსელის მფლობელი Las Vegan Sands-ი და ფილმებისა და სერიალების სტრიმინგ-კომპანია Netflix-ი მოხვდნენ.
საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.