მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Meta ვირტუალური რეალობის სათვალე Quest-ის ფასებს ოპერატიული მეხსიერების ბარათების დეფიციტის გამო ზრდის

Meta Quest

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Meta ვირტუალური რეალობის სათვალეების, Quest 3-ისა და Quest 3S-ის ფასებს ზრდის.

როგორც ირკვევა, კომპანიის გადაწყვეტილება ბაზარზე ოპერატიული მეხსიერების ბარათების მწვავე დეფიციტს უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, ცვლილება 19 აპრილიდან ამოქმედდება და სხვადასხვა მოდელზე ფასი $50-დან $100-მდე მოიმატებს. აღსანიშნავია, რომ ფასების ზრდა მეორად მოწყობილობებსაც ეხება.

რაც შეეხება კონკრეტულ მოდელებს, 128-გიგაბაიტიანი Quest 3S-ის ფასი $300-დან $350-მდე გაიზრდება. ყველაზე მეტად, $100-ით, 512-გიგაბაიტიანი Quest 3 გაძვირდება და მისი ღირებულება $600-ს მიაღწევს.

როგორც ცნობილია, მეხსიერების ბარათების გლობალური დეფიციტი ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მხრიდან გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია. Counterpoint Research-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ოპერატიული მეხსიერების ჩიპების ღირებულება, საშუალოდ, 85%-მდე გაიზარდა. Meta-ს განმარტებით, მაღალი წარმადობის აპარატურის წარმოების ხარჯებმა საგრძნობლად მოიმატა. კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ არსებულმა ვითარებამ მათ ფასების გაზრდა სხვა სამომხმარებლო მოწყობილობებზეც აიძულოს.

აღსანიშნავია, რომ Meta ერთადერთი კომპანია არ არის, რომელმაც წარმოების გაძვირების გამო პროდუქციის ფასები შეცვალა. მსგავსი ნაბიჯები Microsoft-მა და Samsung-მა უკვე გადადგეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები