სოციალური მედიის გიგანტების, Facebook-ის და Instagram-ისა და WhatsApp-ის მფლობელი კომპანია Meta მიმდინარე წელს სამუშაო ადგილების შემცირებას გეგმავს. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა აღნიშნა, იგეგმება 10 000 ადამიანის დათხოვნა.
თანამშრომლებისათვის 14 მარტს გაგზავნილ შეტყობინებაში ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ კომპანიისთვის ,,გამომაფხიზლებელი ზარი“ იყო 2022 წელს შემოსავლების დრამატული შემცირება და 2023 წელს, რომელსაც ,,ეფექტურობის წელი“ უწოდა, სამუშაო ადგილის შემცირებები ,,მკაცრი“ იქნებოდა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესტრუქტურიზაციისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ტექნოლოგიურ ჯგუფებში აპრილის ბოლოსკენ, ბიზნეს ჯგუფებში კი მაისის ბოლოსკენ მიიღებენ.
„რიგ შემთხვევებში, ამ ცვლილებების დასრულებას შესაძლოა წლის ბოლომდე დასჭირდეს დრო. საერთაშორისო გუნდებისთვის და თანამშრომლებისთვის ჩვენი ვადები ასევე განსხვავებულია და ადგილობრივი ლიდერები უფრო დეტალურად გაჰყვებიან ამ საკითხს“, - აღნიშნულია შეტყობინებაში.
კომპანიას Meta-ს 2022 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, მთლიანი გაყიდვები 4%-ით 32 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანიამ წლის განმავლობაში 23 მილიარდზე მეტი მოგება მიიღო. ნოემბერში კომპანიამ მასობრივი შემცირებების პირველი რაუნდი ჩაატარა, რის შედეგადაც 11 000 ადამიანი, თანამშრომლების 13% თანამდებობიდან გაათავისუფლა.
Meta ერთადერთი კომპანიაა არაა, რომელმაც მასობრივი შემცირებები განახორციელა. წლის დასაწყისში Amazon-მა განაცხადა, რომ ,,არასტაბილური ეკონომიკის“ პირობებში 18 000 ადამიანი დათხოვნას გეგმავდა. 12 000 თანამშრომელი გაათავისუფლა Google-ის მშობელმა კომპანიამ Alphabet-მა.