მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეტეხის გვირაბებში ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება - განცხადება

5de24cc1dc9ed
თელარა გელანტია
30.11.19 19:30
996
მეტეხის გვირაბებში 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით მარცხენა და მარჯვენა გვირაბები ორ-ორი ღამის განმავლობაში დაიკეტება. სამუშაოები შესრულდება ორ ეტაპად, ღამის საათებში.

ამის შესახებ თბილისის მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"30 ნოემბერს და 1 დეკემბერს 23:00-დან 07:00 საათამდე გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება იალბუზის ქუჩიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, იალბუზის ქუჩიდან ქალაქის ცენტრისკენ ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ორთაჭალჰესისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.

2 და 3 დეკემბერს 23:00-დან 07:00 საათამდე გვირაბი დაიკეტება ბარათაშვილის ხიდიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით. შესაბამისად, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ტრანსპორტი იმოძრავებს ბარათაშვილის ხიდის გავლით პუშკინის ქუჩის მიმართულებით", - განმარტავენ მერიაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები