მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეტეხის კერამიკა“ 2.5 მლნ ლარის ინვესტიციით მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს

6140812996a89
ვიქტორია მღებრიშვილი
14.09.21 15:30
922
"მეტეხის კერამიკა“ ენერგოხარჯის შესამცირებლად მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კასპში, საწარმო „მეტეხის კერამიკაში“ დღეს მოინახულა, სადაც წარმოების შესახებ ინფორმაცია კომპანიის დირექტორმა დავით კაკაბაძემ გააცნო.

„საწარმო ენერგოხარჯების შემცირების მიზნით მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. პროექტის ღირებულება 2.5 მლნ ლარია, საიდანაც პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მიერ გაწეული დაფინანსება 2.1 მლნ ლარია. მზის პანელების მონტაჟი 2021 წლის ოქტომბერში დაიწყება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: 2015 წელს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით საწარმოში დაწყებული რეკონსტრუქციის შედეგად, ფართოფორმატიანი კერამიკული ბლოკების წარმოება დაინერგა, პროდუქციის ხარისხი გაუმჯობესდა, მოცულობა კი გაიზარდა.

2019 წელს სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საწარმომ 25 სახეობის პროდუქტი გამოუშვა. მისი წარმადობა 2015 წლიდან დღემდე 50-60%-ითაა გაზრდილი და წელიწადში 10 მლნ აგურს შეადგენს. ამასთან, საწარმო, მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე, 2022 წლისთვის 15 მლნ აგურის გამოშვებას აპირებს.

რეკონსტრუქციის შედეგად განხორციელებულმა ინვესტიციამ 3 მლნ ლარამდე შეადგინა. კომპანიას დაუფინანსდა საბანკო კრედიტის პროცენტი დაახლოებით 403,000 ლარის ოდენობით. სულ საწარმოში დასაქმებულია 150 ადამიანი, - აღნიშნულიa მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები