მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეტი+ ჯგუფის" პროდუქციით აშშ-ს ბაზარია დაინტერესებული - ბაჩო რამიშვილი

ბაჩო რამიშვილი

მეტალო-პლასტმასისა და ალუმინის ფანჯრების კომპანია “მეტი+ ჯგუფის” წარმოებით, აშშ-ს ბაზარია დაინტერესებული. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ კომპანიის დამფუძნებელმა, ბაჩო რამიშვილმა განაცხადა.

კომპანია ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა და თავდაპირველად საკარფანჯრე სისტემის წარმოება დაიწყო. ამ დროისათვის კი, უკვე სხვადასხვა პროფილით მუშაობს. როგორიცაა: საფასადე სისტემა, საკარფანჯრე სისტემა, მეტალო-პლატსმასის სისტემა, ალუმინის სისტემა და ა.შ.

„აქტიური მოლაპარაკებები აშშ-ს ბაზართან გვაქვს, რათა ჩვენი პროდუქცია ამ ბაზარზე იყოს წარმოდგენილი და უკვე რამდენიმე პროექტსაც ვითვლით. მათი მხრიდან ინტერესი იყო, ჩამოსულებიც იყვნენ და ჩვენი პროდუქციაც ნახეს.

ჩვენი წარმოებული პროდუქტი ბრუკლინის რამდენიმე მაღაზიაში, სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებშია წარმოდგენილი. საიდანაც დამკვეთებისთვის სხვადასხვა შეთავაზებები ხორციელდება. ვცდილობთ, რამდენიმე ობიექტის ათვისებას, რადგან პირველ რიგში ეს კარგ ცნობადობას უზრუნველყოფს. რაც სტიმული იქნება იმისა, რომ ამ დიდ ბაზარს მოვერგოთ“,- აცხადებს რამიშვილი.

მისივე ცნობით, ამ დროისათვის მათი წარმოება კვირის განმავლობაში 2000-2500 კვ.მ კარ-ფანჯრით განისაზღვრება, თუმცა მისივე თქმით, კომპანიას დიდი პოტენციალი აქვს, რომ მეტი პროდუქტი აწარმოოს.

რამიშვილი გადაცემაში ამბობს, რომ მათი რეკლამა მათ მიერ შესრულებული სამუშაოა. კომპანია დამკვეთებთან მუდმივ მონიტორინგს ატარებს, რათა „მეტი +“-ის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე დამკვეთების შთაბეჭდილებების შესახებ გაიგოს.

„რაც უფრო მეტი კარგი გაკეთებული პროექტი იქნება, ვფიქრობთ, რომ უფრო ძლიერად ვიქნებით ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი. ეს იძლევა იმ შედეგს, რომ მაგალითად, კომპანია დღესაც ძალიან აქტიურ რეჟიმში მუშაობს. მით უმეტეს, რომ ქარია, სიცივეა და ამ ბიზნესს უნდა უჭირდეს. ჩვენ არ გავჩერებულვართ, ვმუშაობთ დიდ კომპანიებთან და კერძო სახლებთან,“- განაცხადა „მეტი+ ჯგუფის“ დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები