მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტი შემოსავალი გვჭირდება, რათა ისეთი ხელფასები გადავიხადოთ, რომ ქვეყნიდან გადინება შემცირდეს - ჰოტელიერი

ტურიზმი

მეტი შემოსავალი გვჭირდება, რათა ისეთი ხელფასები გადავიხადოთ, რომ ქვეყნიდან გადინება შემცირდეს, - ამის შესახებ ჰოტელიერმა, სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა.

ჰოტელიერის აზრით, დღეს ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კადრების გადინებაა, რაც სერვისის ხარისხზეც აისახება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ტურისტების ნაკადის ტემპი გაიზარდოს, რათა კერძო სექტორმა მეტი შემოსავალი მიიღოს და შესაბამისად, უფრო მაღალი ხელფასების გადახდაც შეძლონ.

“წერტილი უნდა დაესვას კადრების გადინებას. ეს კერძო სექტორის პრობლემაა ანუ ჩვენ უნდა გვქონდეს იმის საშუალება, რომ კადრებს უფრო მეტი ხელფასი შევთავაზოთ. ჩვენს სექტორში ხელფასები, 20219 წელთან შედარებით, თითქმის 70%-ით არის გაზრდილი და მინდა, საშუალება მქონდეს, დასაქმებულს კიდევ უფრო მეტი ხელფასი გადავუხადო, რომ ადამიანები არ ფიქრობდნენ საზღვარგარეთ წასვლაზე, რადგან იქ უფრო კარგი შემოსავალია. ამ ყველაფრის წამალი კი, მეტი ტურისტია“, - განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ ამ მიმართულებით შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა მეტად კოორდინირებულად უნდა იმუშაონ. კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრომ, საგარეო უწყებამ და შსს-მ, რათა ტურისტებს ბარიერები არ ჰქონდეთ”, - აღნიშნა ჰოტელიერმა.

გარდა ამისა, შალვა ალავერდაშვილმა “წერტილში” იმ სხვა გამოწვევებზეც ისაუბრა, რაც ტურიზმის სექტორშიa და რაზეც ქვეყანაში წლებია საუბარი მიდის.

„განვითარებისთვის მეტი ტურისტი გვჭირდება, ტურისტს კი აწყობილი, გამართული ინფრასტრუქტურა სჭირდება. მაგალითად, ევროპაში ჩასულ ტურისტს, არ აქვს პრობლემა მატარებლის ბილეთის ონლაინ ყიდვის - ჩვენ პრობლემა გვაქვს. პრობლემაა ქვეყნის შიგნით გადაადგილება, ასევე საპირფარეშოების მოწესრიგების თემა - ბევრი წელია ამაზე ვსაუბრობთ და არ მოგვარდა“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები