მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მეტლაიფ” სტადიონი FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს

მეტლაიფ სტადიონი

ნიუ-ჯერსიში მდებარე “მეტლაიფის” სტადიონი 2025 წლის ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს, რომელიც 13 ივლისსაა ჩანიშნული. 82 500 ადგილიანი სტადიონი ასევე განიხილება 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის მასპინძლადაც, მაშინ როცა ჯგუფური ეტაპის თამაშების უმრავლესობა კანადასა და მექსიკაში გაიმართება.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს განცხადებით, 2025 წელი საკლუბო ფეხბურთისთვის იქნება გარდამტეხი, რადგან ფეხბურთი ფაქტობრივად ახალ ეტაპზე გადადის და ამ მხრივ ამერიკას უდიდესი როლი ენიჭება.

“მეტლაიფი” NFL-ის გიგანტების “New-york Giants-ისა” და “New Jersey Jets-ის” სახლიცაა და უმასპინძლებია ისეთი დიდი ღონისძიებისთვის, როგორიც 2014 წლის სუპერბოულია.

2025 წლის ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 12 სტადიონს მოიცავს, რომელზედაც მსოფლიოში 32 საუკეთესო კლუბი იასპარეზებს, ხოლო კენჭისყრა წლის ბოლოს, დეკემბერშია ჩანიშნული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები