მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეტრო “გოცირიძესთან” დაკავშირებით სამხარაულის დასკვნას 3 თვეზე მეტია ველით - მერია

60b5f953f1d68
BM.GE
01.06.21 13:08
705
მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის 3.5 მლნ ლარის ღირებულებების პროექტი მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და როგორც მაშინ დედაქალაქის მერი განმარტავდა, მეტროსადგური მოქალაქეებს მხოლოდ 3 თვით ვერ მოემსახურებოდა. „ამ ეტაპზე, ვესტიბიულს კაპიტალურად არემონტებენ და ბაქნის გადახურვის სამუშაოები ხორციელდება. ასევე, მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზა ბაქნის მდგრადობაზე და შემდგომი ექსპლუატაციის უსაფრთხოებაზე. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები და სამუშაოებს, სავარაუდოდ, სამი თვე დასჭირდება“, - ამბობდა კახა კალაძე 10 თებერვალს.

დღეს სატრასპორტო პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტის კითხვაზე თუ როდის დასრულდება მეტროსადგურ "გოცირიძის" სარეაბილიტაციო სამუშაოები და რა იყო პროექტის გაჭიანურების მიზეზი, თბილისის მერი 3 თვის შემდეგაც ამბობს, რომ მერია ისევ სამხარაულის დასკვნას ელოდება.

“მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაცია ახლაც მიმდინარეობს; უბრალოდ შეიქმნა ბაქნის პრობლემა, რომელიც ამორტიზირებულია და ველოდებით დასკვნას სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსგან იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა შესაძლებელი მისი რეაბილიტაცია, რადგან აქ ადამიანებზეა საუბარი. ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს მეტროთი და, რა თქმა უნდა, ბაქანზე გადაადგილდება. შესაბამისად, უსაფრთხოება უმნიშნვნელოვანესია. მეტრო არის მიმართულება, სადაც ყველა დეტალს ეთმობა განსაკუთრებული ყურადღება. ეს იმიტომ, რომ არ მოგვივიდეს ის, რაც ვარკეთილის მეტროში მოხდა“, - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები