მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტრო "გურამიშვილის" რეაბილიტაციაზე სატენდერო დოკუმენტაცია მზადდება - გიორგი შარკოვი

61aa06fd6fd68
ვიქტორია მღებრიშვილი
03.12.21 16:20
893
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის გიორგი შარკოვის განცხადებით, თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი 10-12 მეტროსადგურის რეაბილიტაციის ფარგლებში ერთ-ერთი პირველი გურამიშვილის სადგური იქნება. ამის შესახებ მან BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„გურამიშვილის მეტროსადგურთან ერთად 10-12 სადგურის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რომელზეც სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს და შემდეგში გამოცხადდება. EBRD გვეხმარება ამ მიმართულებით და ერთ-ერთი პირველი გურამიშვილის სადგურის რეაბილიტაციაა“, - განმარტა გიორგი შარკოვმა.

აღსანიშნია, რომ მეტროსადგური "გურამიშვილის" რეაბილიტაცია 2017 წელს დაიწყო და ამისთვის სადგური რამდენიმე თვის განმავლობაში დახურული იყო. მაშინ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებდნენ, რომ 2018 წლის 20 იანვრიდან ისეთი მასშტაბური სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, როგორიცაა სადგურის ვესტიბიულების თაღების ჩამოხსნა და ჩაწნეხვა, დახრილი გვირაბის გაწმენდა, გალესვა, სამღებრო სამუშაოების წარმოება და ა.შ. ამავე პერიოდს უკავშირდება 10 მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროგრამა, რომელზეც 2020 წელს კახა კალაძემ განაცხადა, რომ პროექტი EBRD-ის ხელშეწყობით ხორციელდებოდა და მისი ღირებულება 60 მლნ ევრო იქნებოდა. იგივე ინფორმაცია თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მიმდინარე წელს კახა კალაძის თბილისის მერობის საკანდიდატო პროგრამის წადგენისას განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები