მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტროს ვაგონსარემონტო ქარხანაში დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ პასუხისმგებელ პირებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, საქმეს საფუძვლად თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან შემოსული მასალები დაედო. აუდიტმა ქარხნის საქმიანობაში შესაძლო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთა, რის შემდეგაც მასალები პროკურატურას გადაეგზავნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, 3 თებერვალს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რამდენიმე მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.

ამ დროისთვის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. პროკურატურას ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია მითვისებული თანხის ზუსტი ოდენობა და არც ის, არიან თუ არა საქმეში ბრალდებული პირები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები