თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. მეტროსადგურები „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ადგილზე ოპერატიულად იმუშავა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისმა ჯგუფმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ მეტროსადგურები „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურებოდა. მიზეზად კი ტექნიკური პრობლემა დასახელდა.